დიდი 10 | ლოკომოტივი 26:32 ჯიქი

30-ნოემ-2019

© მარიამ გაგნიძე

 

გორის ‘ჯიქმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ მეორე ტაიმის შუაში 3 ლელო გაუტანა, 32:26 დაამარცხა და ზედა ექვსეულში გამაგრდა.

 

თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო, მე-7 წუთზე დიტო კალანდაძე ფრთაზე მბოჭავს დაუსხლტა და ლელოთი ანგარიში გახსნა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. ‘ლოკომოტივმა’ ცენტრიდან გატანილი ჯარიმით უპასუხა, რომელიც ნიკა ასათიანმა შეასრულა, ხოლო ტაიმის შუაში მასპინძლები დაწინაურდნენ. გიორგი კვესელაძის სინბინის შემდეგ, თბილისელებმა კაცნაკლულ მეტოქეს შეუტიეს, გიორგი ყუფარაძის გრძელი პასის შემდეგ ნიკა წივწივაძემ დიდი მანძილი მოიგო, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი ლელოში ბურთი ირაკლი ქვათაძემ გადადო. ასათიანმა გარდასახვის შემდეგ 31-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა და მასპინძლები 13:7 დაწინაურდნენ.

 

‘ჯიქმა’ ჯინჭველაშვილის ჯარიმით უპასუხა, მერე სინბინით გიორგი ბეგაძე დაკარგა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეძლო ჯარიმის გამომუშავება და ტაიმი 13:13 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში ასათიანმა მესამე ჯარიმა გაიტანა და ‘ლოკომოტივი’ მატჩში უკანასკნელად დაწინაურდა. ‘ჯიქმა’ შეძლო ინიციატივის დაუფლება, 14 წუთში სამი ლელო გაიტანა და გამარჯვება დაიბევა. 53-ე წუთზე გიორგი ბეგაძემ რაქის გვერდზე თავადვე შეუტია და სტუმრები წინ გაიყვანა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახა. ასათიანმა ორ წუთში ჯარიმით უპასუხა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 19:20.

 

64-ე წუთზე მოედანზე ახლადშესულმა დევი დევსურაშვილმა ლაშა საჯაიას პასის შემდეგ სტუმართა მესამე ალამთან გაიტანა, სამ წუთში კი ფეხით შეცურებულ ბურთს დაჩი კოპაძე შეწვდა და ამჯერად ბექა წიკლაურმა გარდასახა. ‘ჯიქს’ ბონუსის აღების შანსი გაუჩნდა, მაგრამ ბოლო წუთზე მოლის შემდეგ ლელო გაუშვა, თავი ნიკა ჩიღვინაძემ გამოიჩინა გამოიჩინა, ხოლო ასათიანმა გარდასახა და მცირედი სხვაობით მარცხისთვის, ბონუსი ‘ლოკომოტივს’ მოუპოვა.

 

რკინიგზელებს ‘არმაზისა’ და ‘იუნკერების’ მსგავსად 15 ქულა აქვს, ხოლო ‘ჯიქს’ 25 მოუგროვდა და მოწინავე ექვსეულსა და დანარჩენ ოთხეულს შორის, სხვაობა უკვე 10 ქულამდე გაიზარდა.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

XI ტური    13-15/12

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო